воскресенье, 1 ноября 2015 г.

ბრაო მაესტრო !

2015 წლის 30 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში გაიმართა გია ყანჩელის შემოქმედებითი საღამო , რომელიც მიეძღვნა თავად დიდი მაესტროს 80 წლის იუბილეს .  ღონისძიება სრული ანშლაგი წარიმართა, თეატრის პარტერში, ბელეტაჟზე და იარუსებზე  მაესტროს თაყვანისმცემელთა ტევა არ იყო, მითუმეტეს რომ საღამოს ესწრებოდა თავად დიდი გია ყანჩელი და ასევე უამრავი სტუმარი თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან , ქუთაისის ოფიციალური პირები , ქალაქის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე .
საღამოზე უკრავდა საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომლის დირიჟორი გახლდათ ამ პერფორმანსის შემქნელი  და სულის ჩამდგმელი ნიკოლოზ რაჭველი.
საღამომ გასაოცად თბილ ატმოსფეროში ჩაირა, მაყურებელი გასუსული უსმენდა ისედაც უამრავჯერ მოსმენილს, ბევრისათვის თითქმის დაზეპირებულ ყანჩელის მუსიკალურ შედევრებს, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა კავშირი მუსიკასთან , მუსიკოსებთან და მაყურებელთან ერთი წამითაც არ გაწყვეტილა , დამყარდა ის შემოქმედებითი კონტაქტი , რომელსაც ჩვენ ხშირად ველით არტისტებსა და მსმენელს შორის, რომელიც ესოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ხელოვნებისთვის, რადგან ამგვარი კონტაქტის გარეშე გ მაღალი დონის ხელოვნების შექმნა წარმოუდგებელია, ეს გახლდათ წლევანდელი წლის  ერთერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო არა მხოლოდ ქუთაისლებისთვის, არამედ ყველა იქ მყოფი სტუმრისთვის .
 სცენიდან პირველ ნაწილში ,გაჟღერდა გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები კინოფილმებიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა” “როცა აყვადა ნუში” “შერეკილები” “ცისფერი მთები” “მშობლიურო ჩემო მიწავ” “მიმინო” “ქინ ძა ძა” ....
საღამოზე დაანონსებული იყო რომ იმღერებდა მომღერალი ნატო მეტონიძე , რომელმაც , სამწუხაროდ ჯამრთელობის გამო ვერ შეძლო ჩამოსვლა, თუმცა მის ნაცვლად იგივე თემები შეასრულა შესანიშნავმა მომღერალმა ლიზი ბაგრატიონმა , რომელმაც ძალიან კარგად იმღერა  , შეიძლება ითქვას კიდევ ერთი მშვენება იყო ამ საღამოსი. ბრწყინვალე იყო ახალგაზრდა მევიოლინე ალტისტი გიორგი ცაგარელი, რომელმაც შეასრულა ყანჩელის ახლად შექმნილი კლასიკური ნაწარმოებები , რომელიც დიდიმა მაესტრომ ბოლო პერიოდში შექმნა,  ხოლო გია ყანჩელის უკვდავი თემა “ყვითელი ფოთლები” (კინოფილმიდან "მიმინო"), შესრულდა სიმღერის გარეშე , რადგან , როგორც თვად მომღერალმა ლიზი ბაგრატიონმა და საღამოს დირიჟორმა  ნიკოლოზ რაჭველმა განუმარტეს საზოგადოებას, ამ სიმღერის შესრულება ნატო მეტონიძის გარეშე ვერ წარმოედგინათ, ამიტომ მხოლოდ კოპოზიცია შეასრულდა ინსტრუმენტალურად , სადაც საყვირის სოლოთი,  აღაფრთოვანა მსმენელი დახვეწილი ბგერის მუსკოსმა, მესაყვირემ გიორგი შამანაურმა, ეს სილო , მე პირადად მსოფლიოში განთქმული მესაყვირის კრის ბოტის  შესრულებითაც მომისმენია, მაგრამ შამანაურის პერფორმანსი ჩემთვის გაცილებით საინტერესო და მისაღები აღმოჩნდა.
  საღამოს მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო გია ყანჩელის უკვდავ , ნეოკლასიკურ და პსოტმოდერნისტულ სიმფონიურ ქმნილებას “STYX”-, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოში სრულდება სხვადასხვა ცნობილი ორკესტრების და ვასკვლავების მიერ, თუმცა გიორგი ცაგარელის მიერ შესრულებულმა სოლო პარტიებმა ალტზე, მონუსხა მთელი დაბაზი , რამაც საღამო კულმინაციემდე მიიყვანა და მთელი დარბაზი გატრუნული , თითქოს კიდევ რაღაც ახალი მაგიის მოლოდინში იყო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო ასევე ამ სიმფონიურ ქმნილებაში ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის საოპერო თეატრის გუნდის მონაწილეობა, რომელსაც საღამოს დასრულების შემდეგ სცენიდან თვად დიდმა მაესტრომ გია ყანჩელმა დიდი მადლობა გადაუხადა.
 არ წყდებოდა ტაში, მაყურებელი არ უშვებდა მუსკოსებს სცენიდან, ისმოდა შეძახილები “ბრაო” და “ბის” , დიდ მაესტოს მიესალმა ქალაქის მერი შოთა მურღულია, რომელმაც მას ქუთაისის საპატიო მოქლაქებოა მიანიჭა და დიდი მადლობა გადაუხადა მისი უნიკალური შემოქმედებისათვის და იმ არაჩვეულებრივი საღამოსათვის, რომრელიც წარუშლელად ჩაიწერება ქუთაისის მუსიკალური ცხოვრების ისტორიაში !
ბრაო მაესტრო, საქართვლო უკვე ამაყობს თქვენით !!!