четверг, 14 августа 2014 г.

Albert Ayler - Summertime ( ამ თემის ჩემი ყველაზე საყვარელი ვერსია )

1 комментарий:

  1. იშვითად მიგრძვნია მუსიკალურ შესრულებაში ამხელა პროტესტი და ტკივილი უსამრათლო ცხოვრებისადმი , სადაც თავისი ამ შესრულებით ის თითქმის იმედს არ ტოვებს, თან ამას ახერხებს თემით (Summertime ეს ხომ იავნანაა) რომლითაც სიცოცხლის იმედი ესახება ყველას.
    Albert Ayler-ი ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო და ძალიან უიღბლოც , მას ვერ ამჩნევდნენ, მისი მუსიკა კი ძალიან არაკომერციული და მიუღებელი იყო მაშინდელი უმრავლესობისთვის.თუმცა იყვნენ ადამიანები რომლებიც მას თვლიდნენ ძალიან დიდ მუსიკოსად, ესენი იყვნენ Cecil Taylor-ი (რომელთანაც ის უკრავდა ერთხანს ჯგუფში) და John Coltrane-ი, ადამინი რმელიც ეკონომიურად ეხმარებოდა მას რათა ეცოცხლა, ჯაზის კრიტიკოსები კი ამბობდნე რომ თავად მესია John Coltran-საც კი ჰქონდა თავისი შესრულების ბოლო პერიოდში Albert Ayler-ის გავლენაო.
    Albert Ayler-ი 34 წლის ასაკში დაიღუპა , 1970 წელს 5 ნოემბერს ის დაიკარგა , მას სამი კვირა ეძებდნენ, და 25 ნოემბერს New York-ის ისტ-რივერში, პირსის ქვეშ დამხრჩვალი იპოვეს, ვარაუდობენ რომ ეს თვითმკვლელობა იყო.
    ჩემთვის Albert Ayler-ი ის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება იყო ჯაზში, რმელმაც თვის გასაოცარი დაკვრის მანერა და სტილი დატოვა!

    ОтветитьУдалить